გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით

4-06-2020

"მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაწესებულია საკმაოდ მძიმე შეზღუდვები. ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს 1 ინკუბაციის პერიოდს არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში, აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა რაიონში მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ამავე დროს, უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“, - მიმართა გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930