გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები გრძელდება

6-06-2020

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები.


გზაზე ამჟამად რკინა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის სიგრძე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს 4 200 გრძივი მეტრია. სამუშოების ღირებულება 2 550 000 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


"პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, ხოლო ზადიანთკარი მაღალმთიანიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი", - აღნიშნა სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930