გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

6-06-2020

"სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა", - ამის შესახებ Imedinews საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.


მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.


„ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობისსპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებსჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველავაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისშემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. „საქართველოს რკინიგზა“ მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის“, - განაცხადა ნიკა კაჭარავამ.


არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება. როგორც Imedinews-ისთვის გახდა ცნობილი არ გაიზრდება მგზავრობის საფასური.


6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.


8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930