8-06-2020
დღეიდან სრული მომსახურეობით რესტორნები გაიხსნება.
დღეიდან იხსნება ასევე სასტუმროები. როგორც პრემიერმა გახარიამ აღნიშნა, მხოლოდ ის სასტუმროები გაიხსნება, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება ექნებათ გავლილი და ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა ექნებათ.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა 27 მაისს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.