8-06-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 810 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 237 ადამიანი რჩება.