გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ზოგ უბანში სარეცხის გაფენისთვის ჯარიმების ოდენობა ცნობილია

27-03-2018

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, თბილისში შენობების ფასადზე სარეცხის გაფენისთვის 2017-2018 წლებში არავინ დაჯარიმებულა. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით სარეცხის გაფენა ფიზიკური პირის 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, შენობის ფასადზე სარეცხის გაფენის შემთხვევაში პირი 5 000 ლარით ჯარიმდება. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონად რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, მთაწმინდისა და თბილისის ძველი უბნების ტერიტორიები მიიჩნევა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930