გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოპულარული მიმართულებები ტაქსით გადაადგილებისას

9-06-2020

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსებმა საქართველოს სამი ყველაზე დიდი ქალაქის(თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) მონაცემები გამოიკვლიეს. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას ამ წელს ტაქსით მგზავრობის პოპულარული მარშრუტების შესახებ.


აქვე ცნობილი ხდება, რომ მძღოლებისთვის დატოვებული ე.წ. ჩაის ფულის საშუალო ოდენობა 3.5 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ სერვის „მაქსიმის“ ყველაზე პოპულარული ტარიფებია - „ეკონომი“(ფასისა და ხარისხის ბალანსი) და „6-ადგილიანი კომპაქტვენი“(მცირე კამპანია ან დიდი ბარგი).


საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მეტროსადგურებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 31 მარტიდან მოყოლებული ორი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო, მეტროსადგურები მაინც რჩებოდა თბილისის მაცხოვრებლების ყველაზე გამორჩეულ დანიშნულების პუნქტად. სტატისტიკაში მეორე ადგილს საავადმყოფოები და კლინიკები იკავებენ, პანდემიის პირობებში ამ მომსახურებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. თბილისის პოპულარული მიმართულებების ჩამონათვალში შემდეგ სუპერმარკეტები და სასწავლო დაწესებულებები მოდიან.


სუპერმარკეტები იკავებენ ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულების პუნქტის სტატუსს ქალაქ ბათუმში. შემდეგ საავადმყოფოები/კლინიკები არიან. აქტუალურია ასევე სასტუმროების მიმართულებაც, რომელიც სტატისტიკაში მესამე ადგილს იკავებს. ტაქსის გამოძახების სიხშირით სასტუმროებს კაფე-ბარები და რესტორნები მოჰყვებიან.


ბათუმის მსგავსად ქუთაისშიც ტაქსით მგზავრობისას ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტები სუპერმარკეტები და საავადმყოფოები/კლინიკებია. დანარჩენი ორი ქალაქისგან განსხვავებით ქუთაისის სტატისტიკაში ვხვდებით ბანკებს და ვალუტის გადაცვლის პუნქტებს. ქუთაისელების ერთ-ერთი გამორჩეული მგზავრობის მიმართულება, ასევე კაფე-ბარებია, რომელსაც სასწავლო დაწესებულბებები მოსდევს.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ ონლაინ საიტზე https://taximaxim.ge/ , აპლიკაციით https://taximaxim.com/ge/app/ ან ოპერატორთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930