გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება ჩატარდა

10-06-2020

სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

დღეს ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა.

 

აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში, სოფელ გეტასთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფელი მუშევანია ჩაკეტილი.

 

ამ ეტაპისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930