გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

28-03-2018

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 28 მარტს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში. უკვე სახეზე გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ტურიზმის განვითარება, ახალი ბიზნეს-კავშირების გაღრმავება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, პროფესიონალებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული კავშირები და ზოგადად, გაღრმავებული ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ერთი წლის განმავლობაში, ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნაგამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ვროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში.

ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამგზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია.

საქართველო, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას. გასული წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად გამოაქვეყნა პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას.


საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები. მართალია არსებობს ცალკეული გამოწვევები, მაგრამ მჯერა კომპლექსური ღონისძიებებით, ერთიანი მიდგომით და რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ დავძლევთ ამგზაზე არსებულ ყველა გამოწვევას.


საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მკაფიო ხედვა - ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებულიის შესაძლებლობები, რასაც მას ევროკავშირითან ასოცირების შეთანხმება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა სთავაზობს. შედეგად, ევროპული დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდაპოლიტიკის პრიორიტეტადაც იქცა.

მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომლის მიზანია ყველა არსებული მექანიზმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწიოთ მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირში.


დასასრულს მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთად გავუფრთხილდეთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის დავიცვათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზომიმოსვლის წესები, მივცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, მომავალშიც შეუფერხებლად ვისარგებლოთ ამ სიკეთით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი"-აცხადებს მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930