გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ნაწილობრივი სარეაბლიტაციო სამუშაოები ჩატარდა

12-06-2020

სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნაწილობრივი სარეაბლიტაციო სამუშაოები ჩაატარა.


დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბედ რუთმა და თავდაცვის ატაშემ საქართველოში პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ,  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ჯალაბაძემ.


ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, შემდეგ კი სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. აღნიშნული ამბულატორიით ლამისყანის მოსახლეობის გარდა, სარგებლობს გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითის მოსახლეობაც. ელიზაბედ რუთმა  ამბულატორიას საჩუქრად ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები გადასცა.


სტუმრებმა დათვალიერეს ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმი და გაეცნენ სოფლის ისტორიას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031