გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: თუ გვინდა, რომ განვითარდეს ეკონომიკა, უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ვირუსის გავრცელების რისკები, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა

12-06-2020

მინდა მადლობა გადაგიხადოთ - ახალგაზრდებს კარგი სწავლისთვის, ზრდასრულებს იმისთვის, რასაც ამ ქვეყნისთვის აკეთებთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს.


პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, თითოეული ემიგრანტის დახმარების მნიშვნელობას საქართველოსთვის.


„ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის ეს, ციფრებში გაზომილი და ეკონომიკაზე რა ზემოქმედება აქვს, ამის ახსნა მე არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც არის მიღებული იქ და ამის საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც მივიღეთ იქ. ეს არის ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა, ყურადღება და უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის. თუ გვინდა, რომ განვითარდეს ეკონომიკა, უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ რისკები პანდემიის, ვირუსის გავრცელების. ეს არის თოთოეული ჩვენთაგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930