გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ანზორ მელია: მიშამ კინაღამ დამიჭირა... წნევაც და შაქარიც სააკაშვილმა დამმართა

25-12-2017

"სტალინი, რომ მოკვდა, კარგად მახსოვს, ჩემი მშობლები და მეზობლები ქვითინებდნენ. სტალინი მაინც ქართველი იყო და ქართველს პატივი უნდა ვცეთ... წნევაც და შაქარიც სააკაშვილმა დამმართა, მაგრამ ეს კაცი, რომ გენიოსია და ნიჭიერი, ფაქტია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მამა, პროფესორი ანზორ მელია "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
კარდიოლოგი ანზორ მელია, რომელიც სამედიცინო კლინიკა "გულის" მფლობელი გახლავთ, იხსენებს, თუ როგორ აპირებდნენ "ნაციონალების" დროს მის დაკავებას. საქმე ეხება პრეზიდენტის მამისთვის გაკეთებულ ოპერაციას.
"სააკაშვილი არ მიყვარდა. მიშამ კინაღამ დამიჭირა. მამამისს - ბატონ ნიკას ორი სტენტი ჩავუყენე, რასაც კინაღამ გადამაყოლეს. 2008 წელი იდგა, ომი და უბედურება ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, როცა დილაადრიან ბატონმა ნიკა სააკაშვილმა დამირეკა. დილის 6 თუ 7 საათი იქნებოდა... ბატონ ნიკას მაშინ არ ვიცნობდი. კაცი მეკითხება - ანზორი ხართ? - დიახ, ანზორი ვარ - ვპასუხობ. - ნიკა სააკაშვილი ვარ, გული მტკივა და სასწრაფო გამომიგზავნეთო. სასწრაფოდ, გავაგზავნე სასწრაფო. აღმოჩნდა, რომ ბატონ ნიკა უსერიოზულესი სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა", - ამბობს ანზორ მელია.
მისივე თქმით, პაციენტს ტკივილები მოუხსნა, თავის კლინიკაში დააწვინა და ორი სტენტი ჩაუდგა.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს შეფმა, მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცმა, ლოთმა და "ბასიაკმა" ნიკა ყიფშიძემ, რომ გაიგო პრეზიდენტის მამამ ოპერაცია ჩემთან გაიკეთა, ალბათ დაიბოღმა თუ რა მოუვიდა, არ ვიცი, განაცხადა - მე ნიკა ყიფშიძე არ ვიყო, თუ ანზორ მელია არ დავაჭერინო! როგორ გაბედა, მე აქ ვარ და პრეზიდენტის მამა სტენტს ანზორ მელია უდგამსო!...
დილაა და ნიკა სააკაშვილი მირეკავს - ანზორ, სტენტი არ მიყენიაო. გავგიჟდი. - სტენტი, როგორ არ გიყენიათ, ორი სტენტი ჩავაყენეთ მეთქი. - ხო, ჩემს ცოლს, სვეტას უმადლოდეთ, თორემ ღამით შენი დაჭერა უნდოდათო... დღეს 9 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიო.
მივედი 9 საათზე. ეს ლოთი ყიფშიძე ნიკა სააკაშვილს ემერჯენსს ათვალიერებინებდა. ყიფშიძეს ვუთხარი - რა დროს ეს არის, წავიდეთ სტენტები ვნახოთთქო. - რაც არ ჩაგიყენებია რა უნდა ვანახოთო? - მიპასუხა. ნიკა, რას ამბობ, წამოდითით-მეთქი. ამ დროს ვიღაც ბიჭი, რომელიც, როგორც ვიცი სააკაშვილის მამასთან მუშაობდა, ჩემკენ გამოიწია და თითები გამომიშვირა - თვალებს ამოგთხრი, - ბატონ ნიკას ეს როგორ გაუბედე, სტენტი, როგორ არ ჩაუყენეო.... გავედით, გავაშუქეთ და ორივე სტენტი ადგილზე იყო. წამომივიდა ცრემლები... ამხელა კაცი სიხარულით ვტიროდი, მაგრამ ვტიროდი იმიტომაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ლოთი და "ბასიაკი" ძმაკაცი ასე უსინდისოდ მომექცა.
მოვედი სახლში და მირეკავენ - რა სტენტებიც ჩააყენე ყველაფრის საბუთები უნდათ, მეექვსე განყოფილებიდან ვართო.... ლოთ ნიკა ყიფშიძეს, თურმე მიხეილ სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვმს - ანზორ მელიამ მამათქვენს ძაღლის სტენტი ჩაუყენაო. პარალელურად, ნიკა სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ურეკავდა და აგიჟებდა - თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებ საზღვარგარეთ ოპერაციას, მოკვდებიო.
ბოლოს და ბოლოს, კონსილიუმი მოვიწვიეთ, რომელსაც ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ და ცხადია, გავმართლდი, მაგრამ კინაღამ დამიჭირეს. იმდენი მანერვიულეს, თქვენს მტერს", - ამბობს ანზორ მელია.


primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930