გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდება

28-03-2018

მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაWizz air -ი, ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.


17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის,  ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.


,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ უკვე შესრულდა. 3 დღეში დაემატება ახალი, მესამე მიმართულება პოლონეთიდან, ეს გახლავთ ულამაზესი ქალაქი ვროცლავი. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვამატებთ 5 ახალ რეისს ევროპის ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა და კიდევ ერთი მიმართულება უკვე ნოემბერში, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატება,-‘’ განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930