გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიაში არალეგალებს „პერმესოს“ შეტანის ვადა გაუხანგრძლივდათ

16-06-2020

იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ. არსებული ინფორმაციით, „პერმესოს“ შეტანის ვადა 15 აგვისტომდე გადაიწია.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი, ფიქრია კუჭუხიძე აცხადებდა, მიმართვა აუცილებლად დამსაქმებელმა უნდა გააკეთოს.

„ამ საბუთის აღება იტალიელ მეპატრონეზეადამოკიდებული. ის უნდა მოვიდეს და მან უნდა მიიღოს ყველა პასუხი, რასაც „პერმესო“ მოითხოვს.

 

თუ იტალიელი თანახმა არ არის, ქართველი ამის გარეშე ვერ გაიკეთებს. ასევე ემიგრანტს არ უნდა ჰქონდეს, სამართალდამცავ ორგანოებთან რაიმე სახის პრობლემა. არც გაძევების საბუთი უნდა ჰქონდეს. თორემ, ასეთ შემთხვევაში საბუთის მოთხოვნა განულდება.

 

როდესაც დამსაქმებელი მოდის 400 ევროს გადაიხდის, შემდეგ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ გადასახადს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ანაზღაურება ექნება,“ – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ფიქრია კუჭუხიძე.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031