გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპლიკაცია STOP COVID-ით 10 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა

16-06-2020

ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი დღევანდელი მონაცემებით 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია. აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციების შორის. მისი მეშვეობით უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.


აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ, მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“, - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ.


აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ. მის გამოყენებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ეკონომიკის გახსნის პერიოდში ენიჭება, რადგან იზრდება ადამიანთა გადაადგილებისა და კონტაქტების რაოდენობა.


აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან. ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში რეტროაქტიულად ფინანსდება.


აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეუძლიათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის ასევე შესაძლებელია ამ ბმულიდან.


iOS ის მომხმარებლებს კი ამ ბმულიდან.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930