გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ

17-06-2020


სამწუხაროდ ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე, უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს, მაქსიმალურად შესაძლებელ, სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ.

„ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევებს ჩვენთან უამრავი პოლიტიკური სპეკულირება მოჰყვება. გასაგებია, რომ ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო, პოლიტიკური, კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ეს ფაქტია და სამწუხაროდ ასე ხდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. სწორედ ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები. სხვა ყველაფერი, რაც ახლა ფართოდ ისმის, სამწუხაროდ პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031