გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა

17-06-2020

საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ დევიდ პერდიუსთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაური აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„სენატორ დევიდ პერდიუს ვესაუბრე ჩვენს ორი დიდ ერს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მზარდი დინამიკის შესახებ, რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა. ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930