გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლებისთვის ელექტრონული კურსი შეიქმნება

28-03-2018

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე დღეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ინალკოს (აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნული უნივერსიტეტის) პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორს, შარიფ ალამი შაუფს შეხვდა. სტუმრის განმარტებით, მისი ვიზიტის მიზანია ფონდის პრეზენტაცია და თანხების მობილიზაცია ქართული ენის სწავლებისა და ქართველოლოგიური კვლევების, ქართული ენით დაინტერესებულ სტუდენტთა სტაჟირებებისა და სხვა აქტივობების დასაფინანსებლად.


ინალკოში კათედრების მიხედვით მიმდინარეობს ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნების ენის, ცივილიზაციის, გეოგრაფიის, პოლიტიკური, ეკონომიკური დასოციალური სისტემის კვლევა და სწავლება. ამ უნივერსიტეტში მუშაობს სამეცნიერო კვლევებითა და კომპეტენტური ანალიზით ცნობილი მეცნიერთა კორპუსი. სტუმრის ინფორმაციით, მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მწერალი და ჟურნალისტი სწავლობდა ინალკოში, მათ შორის, საფრანგეთის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში პასკალ მენიეც და მისი წინამორბედი - ერიკ ფურნიე. მისივე თქმით, ინალკო ევროპაში ერთადერთიღა დიდი უნივერსიტეტი დარჩა, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ინალკოს სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2 მასწავლებლიდან ერთის შტატი გააუქმოს ქართულის კათედრაზე, ეს კი გამოიწვევს ისედაც მცირე რესურსის კიდევ უფრო შესუსტებას და პერსპექტივაში ქართული ენის წილის თანდათანობით შემცირებას და, სავარაუდოდ, მომავალში კათედრის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.


მან ყურადღება გაამახვილა ქართულის კათედრის შენარჩუნების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მისი ინფორმაციით, საფრანგეთიდან საქართველოში დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშნული პირებისთვის, ყველა სამინისტროსა თუ კვლევითი ცენტრების საქართველოს საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისათვის ინალკოს აქვს სპეციალური კურსი საქართველოზე, რომელიც მოიცავს ენას, ისტორიას და კულტურას.
მისივე მოსაზრებით, საქართველოს მხრიდან ამ საკითხში ჩადებული ინვესტიცია ეფექტური იქნება.


„რამდენიმეთვიანი სტაჟირებების და ქართულ უნივერსიტეტებში, კვლევით ცენტრებში ფრანგი სპეციალისტების მომზადებით საქართველო შეიძენს უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე მეგობარს, ლობისტს, კომპეტენტურ ექსპერტს”, - განაცხადა სტუმარმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდება ქართული ენის შესწავლის და ქართველოლოგიური კვლევების მდგომარეობა საფრანგეთსა და საზოგადოდო ევროპაში, რამდენადაც დღეისთვის ქართული ენის კათედრა ევროპაში შენარჩუნებულია მხოლოდ ამ უნივერსიტეტში.


გუგული მაღრაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ინალკო ახორციელებს ქართული ენის, კულტურის და თანამედროვე საქართველოს პოპულარიზაციისათვის და აღნიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ამ მიმართულებით სავსებით რეალისტურად ჩანს. ქართულმა მხარემ სტუმარს სთხოვა,მიმდინარე წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს ქართული ენის კათედრა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში კომიტეტი დააყენებს საკითხს იმის შესახებ,რომ გათვალისწინებული იქნება კათედრაზე 1 პედაგოგის დასაფინანსებელი თანხები. დაუყოვნებლივ შეიძლება დაიწყოს ზრუნვა, რათა ინალკოში შეიქმნასქართული ენის სწავლებისთვის ელექტრონული კურსი, რომელშიც ჩართვის მზაობა გამოთქვა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგიალიბეგაშვილმა. ეს არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და ასეთი კურსი საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ისწავლოს ქართულიენა.


გუგული მაღრაძემ სტუმარს შესთავაზა, ერთობლივი მუშაობა სტუდენტების, მკვლევარებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამებისთვის. მისივე თქმით,ასევე, პერსპექტიულია ერთობლივად მუშაობა ერთჯერად პროექტებზე ქართული კულტურის პროპაგანდისათვის. ქართველი სტუდენტებისათვის საინტერესოიქნება ის, რომ ინალკოში არა მხოლოდ რომელიმე აღმოსავლური ენის სრულყოფილად შესწავლაა იქნება შესაძლებელი, არამედ ენასთან ერთად მიიღებამაგისტრის ხარისხი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საგარეო ვაჭრობა, საერთაშორისო ურთიერთობები, კომუნიკაციები ინფორმატიკა და სხვ.

ინალკოს (აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნული უნივერსიტეტის) პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორმა, შარიფ ალამი შაუფმა მადლობა გადაუხადაკომიტეტს საინტერესო და სასარგებლო შეხვედრისათვის, გააცნო მათ დაგეგმილი ღონისძიებები და გამოთქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930