გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ქსელი მოეწყობა

17-06-2020

ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, დღეს ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფინთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა წარადგინეს. გეგმის ფარგლებში, 200 გრძივ მეტრზე, 160 მმ დიამეტრის მილი განთავსდება. დამატებითი ქსელი წყლის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც პრობლემური უბნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის.

დეპუტატმა, მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები მოინახულეს, შემდგომ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმინდა ნინოსა დ იაკობ ხუცესის ქუჩების მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ნიკოლოზ ვასაძე მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში დაჰპირდა. მისი განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ ქუჩებზე 20 ივნისს მოგვარდება, მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები სასმელ წყალს მოქალაქეებს სპეციალური წყალმზიდებით მიაწოდებენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი გეგმის შესრულების მონიტორინგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის თთვითმმართველობა განახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930