17-06-2020
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება.