გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპმა ჩინეთში უიღურთა შევიწროვების გამო სანქციების დაწესების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

18-06-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უიღურთა შევიწროვების გამო ჩინელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა.

„2020 წლის 17 ივნისს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გმობს ჩინეთში მუსლიმთა უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევას და კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესების უფლებამოსილებას შეიცავს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მაისის ბოლოს აშშ-ის კონგრესმა თითქმის ერთსულოვნად მხარი დაუჭირა ორპარტიულ კანონპროექტს უიღურთა შევიწროვების გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

კანონი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ჩინელი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც გარეულნი არიან უიღურების შევიწროვებასა და უფლებების უკიდურეს შელახვაში.

პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. ოფიციალურ ჩინეთსა და სინძიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 2011 წლიდან პროვინცია განსაკუთრებულ რეჟიმში კონტროლდება.

სამოქალაქო და უფლებადამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება უიღურებს არა მხოლოდ უკანონოდ აპატიმრებს, არამედ სადაც ისინი არიან აყენებენ სათვალთვალო კამერებს, ძალით ამაგრებენ მათზე GPS-სისტემებს, იღებენ მათ დნმ-ს და აღრიცხავენ რეგიონის 16-იდან 65 წლამდე ასაკის ყველა მცხოვრებს.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930