გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს სამინისტროს თანამშრომლებზე 2020 წლის I კვარტალში პრემიის სახით 85 823 272.59 ლარი გაიცა

18-06-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე 2020 წლის I კვარტლის მონაცემებით, სარგოს, დანამატებისა და პრემიების სახით, ჯამში 85 823 272.59 ლარი გაიცა.

ინფორმაცია newspress.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

კერძოდ, მოპოვებულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ მოცემულ პერიოდში თანამდებობის პირებზე გაცემულმა სარგომ, დანამატებმა და პრემიებმა 7 141 873.36 ლარი, სხვა თანამშრომლებზე 75 952 777.87 ლარი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებზე 2 728 621.36 ლარი შეადგინა.

გასულ, 2019 წელს კი, სამინისტროს თანამშრომლებზე და შტატგარეშე თანამშრომლებზე ჯამში პრემიის, დანამატისა და სარგოს სახით 359 100 635,16 ლარი გაიცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930