18-06-2020
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონში მცხოვრებ 139-ე საჯარო სკოლის დამსახურებულ პედაგოგს ესტუმრნენ და სასაჩუქრე კალათი და მედიკამენტები გადასცეს.
"პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, რომელიც პირდაპირ ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან და თავისუფალ აზროვნებასთან. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ყავს განათლებული და წარმატებული თაობები.
დღეს, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან , ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ვესტუმრეთ 139-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ დამსახურებულ და სახელგანთქმულ პედაგოგს ქალბატონ ნონა კვასხვაძეს, რომელიც 45 წელი ემსახურა სკოლას და არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას.
ის უზომოდ შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და სკოლაში გატარებულ თითოეულ დღეს, დიდი სიხარულით და ემოციით იხსენებს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონას განათლებული და წარმატებული თაობების აღზრდისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ შევიტანო ჩემი წვლილი, რომ ქალბატონი ნონას სოციალური ყოფა გაუმჯობესდეს."- განაცხადა ლევან დავითაშვილმა
პედაგოგის ინფორმაციით, მაჟორიტარები მას ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებენ და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებაში.