18-06-2020
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 489 მედმუშაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაღალი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დამცავი ეკიპირების დეფიციტია.
„გულახდილი ვიქნებით, თავიდან ეს პრობლემა გვქონდა, აღჭურვილობა არ გვყოფნიდა“, - განაცხადა „როსზრავნადზორის“ ხელმძღვანელმა, ალა სამოილოვამ.
რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით (561 ათასზე მეტი) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ვირუსს 7 760 პაციენტი ემსხვერპლა.