21-06-2020
მსოფლიო ბანკის ექსპერტის შეფასებით, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომლის შექმნაზეც გუნდი რამდენიმე თვე მუშაობდა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ექსპერტის თქმით, მსგავსი შემთხვევა სულ რამდენიმეა.
აღნიშნული დოკუმენტი EU ინიციატივის - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) - პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომლის წევრიც ონის მუნიციპალიტეტი 2019 წლის ნოემბრიდან გახდამერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული.
პროგრამის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში. სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.