გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელისო კილაძე ოლეგ დეინეკას ინფორმაციას უარყოფს

21-06-2020

უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას განცხადებას, რომ გიორგი გაბუნიას ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ და საქართველოდან საკონტაქტო პირად ელისო კილაძე წარუდგინეს, თავად ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

"სიამოვნებით ვიქნებოდი ანტიპუტინური მოძრაობის სპიკერი და კურატორი,მაგრამ ასეთი მოძრაობა არ არსებობს!

არანაირი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას პოლიტიკურ ლიდერობასთან დაკავშირებით არ მაქვს!
კიევში ბოლოს ოთხი წლის უკან ვიყავი,მას შემდეგ მიშას არც ახლო და არც შორეულ გარემოცვასთან კონტაქტი არ მქონია!

თუ ამ სცენარში არჩეული ვარ იმ ნიშნით,რომ ჩემი ქვეყნის მომავალს ნატოში და დასავლეთთან ვხედავ,სწორად ვარ არჩეული!

#რუსეთიოკუპანტია!

p.s.ცხადია კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობის მცდელობებს,ყოველგვარ ქაოსს,დაკვეთილ მკვლელობებს და არეულობის გზით ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკურ ინსინუაციებს !
მივესალმები რომ ქილერი (თუ კურიერი)დაკავებულია და ოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა!

იმედია,გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს!

თუ სუსს ჩემთან კითხვები ექნება,მზად ვარ დაკითხვაზე ნებისმიერ დროს მივიდე!

#oleg რეკომენდატორი დიპლომატების ვინაობას კი გაიგებდა კაცი"-წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031