22-06-2020
"მიხეილ სააკაშვილმა თავის წარმოდგენაში ისეთი ქვეყანა ააშენა, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში დაიქცევა და დაინგრევა. სხვათა შორის, სააკაშვილი პირველი არაა ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს - დიახ, სააკაშვილი ზებრა არ არის, მაგრამ არც გონიერი ადამიანია. ის გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო ივანიშვილის გამოჩენამდე, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც ხელისუფლებიდან მიდიან, თუმცა სააკაშვილის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევაც საჭიროა" - ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 2013 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ბერძენიშვილი მაშინ მიიჩნევდა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები წარუმატებელი იქნებოდა.
"შეიძლება რამეს გეგმავს კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი გამოუვა. სააკაშვილმა კი არა, ამ ქვეყანას აღა მაჰმად ხანმა ვერაფერი დააკლო"- აცხადებდა ბერძენიშვილი.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით