22-06-2020
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.
"ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, მე თქვენ გვერდით ვდგავარ!" - კონგრესმენმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.