გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მთავრობის ვალდებულებაა, რომ როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები

22-06-2020

"ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930