გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამყრელიძე: ჩვენი ეპიდსიტუაცია არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა

22-06-2020

"ჩვენი ეპიდსიტუაცია რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის იძლევა რა თქმა უნდა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლება. გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის გაცემული, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

"ვიცით ძალიან ბევრმა ქვეყანამ თუ როგორ ჩაატარა არჩევნები. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. მთელ რიგ ქვეყნებში ამ პანდემიის პირობებში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა, მაგალითად, ნოემბერში აშშ-ში მოდის არჩევნები და ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენთანაც მრავალჯერ დაისვა კითხვა და პასუხი იყო ნათელი, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა რა თქმა უნდა საშუალებას ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რა იქნება მომდევნო 4 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

"ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი უნდა შევასრულოთ. იცით, რომ შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესი, არჩევნები მოდის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთის ხმრივ დაცული იქნას ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფექციის 908 შემთხვევაა გამოვლენიილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 761, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930