22-06-2020
„არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა” - ამ შინაარსის წერილით მიმართავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, პოლონეთში პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკს.
როგორც წერილშია ნათქვამი, “მხედრიონის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გიორგი (ჟორიკა) რურუა შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებებით და იყო როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.
მისივე თქმით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება მისი გიორგი რურუას „კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან.
„ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი. საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება მისი „კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან. ეს სიმწირე მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ბედის უკუღმართობით, მისი ძმა, ასევე კრიმინალი ნ.რურუა 2003-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. მისი ხელშეწყობით განადგურდა არაერთი მტკიცებულება. აქვე მინდა გითხრათ, რომ არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.
ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ“, - წერს გიორგი გამსახურდია.
https://twitter.com/GeorgeGamsa1979/status/1274994921431347201?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1274994921431347201&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fpolitika%2F149608%2Fgiorgi-gamsakhurdia-donald-tusks-tserilit-mimartavs