გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

22-06-2020

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა დღესვე სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში სოფელში არსებული რეზერვუარიდან, 2700 გრძივ მეტრზე ახალი მაგისტრალი მოეწყობა. სოფელში ასევე დამონტაჟდება ახალი ჭაბურღილი და ორი ახალი რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროექტის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930