„საბედნიეროდ ჩვენ გადავრჩით. რა ფაქტორმა გადაგვარჩინა ამას მეცნიერები ალბათ, მოგვიანებით დადებენ. საბედნიეროდ „დარჩი სახლში“ პრინციპმა იმოქმედა და ინფექცია არ გავრცელდა.
ველაზე მეტად რაც მიჭირდა იყო როდესაც პირველად დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა. თავიდან არ ვიცოდი როგორ გამომეცხადებინა ეს ინფორმაცია. ამ დროს ჩვენთან 130 პაციენტი გვყავდა.
მას შემდეგ, რაც გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,სათითაოდ ყველასთან შევდიოდი და ვაწყნარებდი, ვეუბნებოდი, რომ თქვენ ეს არ გემუქრებათ.
იქ ვიყავი ზუსტად გული რომ გაჩერდა. ჩამოიშალა თავიდან ბოლომდე მთელი 70-კაციანი სამსახური. ყველა ტიროდა“,- ამბობს ლევან რატიანი.