გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბუბა კიკაბიძე: ვერ ვაპატიე პუტინს...

30-03-2018

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერ შესძლო ეპატიებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საქართველოში შეჭრა. კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ მან უარი თქვა რუსეთის ხელისუფლებისაგან მეგობრობის ორდენის მიღებაზე და რომ 10 წელია რუსეთში არ ჩასულა.


,,მე ვფიქრობ ცხოვრების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იცხოვრო ბინძური კუდების გარეშე. არ არსებობს ისეთი წამალი, რომელიც ყველაფერს პატიობს ადამიანს. როდესაც ტანკები შენს სახლთან დგანან, შენ ისინი გესვრიან, გადაგივლიან და შენ ამ დროს მიდიხარ, ორდენს იღებს და მათ უმღერი. ეს არაეთიკურია, არ არის ლამაზი და შენ ამ დროს კარგავ საკუთარ ღირსებას. მე რა თქმა უნდა ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე,, -აცხადებს ბუბა კიკაბიძე. 80 წლის ბუბა კიკაბიძე, უკრაინული მედიის ცნობით, საიუბილეო წელს ფილმის გადაღებას და ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას გეგმავს, ოცნებობს რომ ნახოს განთავისუფლებული საქართველო და უკრაინა.





timer.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031