გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სერგეი გავრილოვის განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან ჰარმონიზებულია

22-06-2020

პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლა უკვე ოპოზიციის რანგში, აღნიშნული პოლიტიკური ძალა საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებდა. განცხადება აღნიშნულტან დაკავშირებით, სახელისუფლო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

„რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა შარშანდელი წლის შემდეგ, რამდენიმე განცხადება გააკეთა და ყოველი თავისი განცხადებით, ჟარგონით რომ ვთქვა, ის „სატოპკეებს“ უწევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ძალიან ჰარმონიზებულნი არიან ისინი ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, იმიტომ რომ მათ უჩენს გარკვეული სპეკულირების საგანს. ძალიან კარგად იკვეთება თუ ვის ინტერესში რა შედის და საზოგადეობა კარგად ხედავს თუ ვინ აკეთებდა რუსულ საქმეს საქართველოში, ჯერ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ვინ აკეთებს ახლა ოპოზიციის რანგში რუსულ საქმეს. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთის ფედერაციას და 2012 წლის შემდეგაც თვითოეული მათი ნაბიჯი სწორედ რუსულ საქმეს და რუსულ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ დღეს საქართველოში სხვა ხელისუფლებაა, რომელიც დასავლურ პოლიტიკას ატარებს და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაამყაროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ძალიან ბევრი რამ კეთდება ყველა სახელისუფლო სტრუქტურის მიერ იმისთვის, რომ წარმატებით განხორციელდეს არაღიარების პოლიტიკა. ამ ყველაფერს აკეთებს მოქმედი ხელისუფლება და რით დაასრულა წინა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობა და რა შედეგებით, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ეს ყველასთვის ცნობილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930