გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფიტნეს დარბაზები და აუზები სავარაუდოდ ივლისიდან გაიხსნება

22-06-2020

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება. ბიზნესომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელთა შესრულებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწევთ. ის, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება აღნიშნული ობიექტები, თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვადებში შეძლებენ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ადაპტირებას.


რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას.


ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად ცელოფნებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია.


ფიტნესცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მოაზრება გაუჭირდებათ.


„რეალურად, რჩება ვენტილაციისა და კონდიცირების თემა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველანაირად მოვერგოთ ყველანაირ რეგულაციას, თუმცა, გვინდა, რომ დარბაზში შენარჩუნებული იყოს ის ტემპერატურა, რაც მომხმარებლისთვის კომფორტული იქნება და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას თუნდაც, უჰაერობის გამო, - აცხადებს „ოქტუპუს ფიტნეს ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი „ქრონიკასთან“ საუბრისას.


ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ფიტნეს დარბაზების გახსნა წინასწარი ინსპექტირებით, ეტაპობრივად მოხდეს.


„არ გამოვრიცხავ, რომ გახსნა იყოს შემოწმების საფუძველზე, ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ვენტილაციის სისტემა. დახურულ სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარკვეულწილად სუფთა ჰაერის მიწოდების გაზრდილი ნაკადი. უნდა არსებობდეს განიავების შესაძლებლობა. ასევე, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით ყოველი მომხმარებლისთვის. ამასთან, ზოგადად პრევენციული ღონისძიებები, რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, დისტანციის დაცვას და ა.შ. - კვლავ რჩება მოთხოვნად“ - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.


მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების ბოლო ეტაპად მოიაზრებოდა, თუმცა, ეს პროცესი დაჩქარდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930