გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ng.ru"(რუსეთი): მოსკოვი დასავლეთს ხისტად და ადექვატურად უპასუხებს

30-03-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში განხილულია ის „უპრეცედენტო დიპლომატიური ზეწოლა, რასაც დასავლეთი რუსეთზე ახდენს“ და რომელსაც „მოსკოვი ადექვატურად უპასუხებს“.


სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ, გამოქვეყნდა სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ქართულმა მხარემ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას მიიღო.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ამერიკის 24 სახელმწიფოდან, რომლებმაც რუს დიპლომატებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, 14 ნატოს წევრია. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დომინირება. სია შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ზოგიერთები ვაშინგტონ-ლონდონის დიქტატს წინააღმდეგობას უწევენ. მაგალითად, ისლანდია ნატოს წევრია და რეიკიავიკი მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატის ბოიკოტით შემოიფარგლა, რომელიც რუსეთში უნდა გაიმართოს.


რუსეთის წინააღმდეგ „დიპლომატიურ შეტევაში“ დსთ-ის ქვეყნებიდან მონაწილეობა მხოლოდ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. უეჭველია, რომ საქართველო კიდევ ერთი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც ვაშინგტონის რეკომენდაციას შეასრულებდა, მაგრამ 2008 წლიდან მასთან დიპლომატიუირი ურთიერთობა გაწყვეტილია. სხვათა შორის, თბილისმა, როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციიდან დივიდენდების მიღება განიზრახეს და ჩათვალეს, რომ დასავლეთის ხისტი შეტევის შედეგად მოსკოვი უფრო დამთმობი იქნებოდა. სწორედ ამით აიხსნება საქართველოს აქტიურობა ჟენევის კონსულტაციებზე: ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე თბილისი რუსეთის ხელმოწერას ითხოვდა.


რაც შეეხება კიდევ ორ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ირგვლივ მიმდინარე პროცესებისაგან დისტანცირება არჩიეს, თუმცა მოტივაციები სხვადასხვაა: ბაქო დაკავებულია საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით, ერევანი კი, რადგან ის მოსკოვის სტრატეგიული მოკავშირეა, ვაშინგტონმა დასაჯა: ადგილობრივი მასმედიის ცნობით, სომხეთი ამერიკის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა.


ცენტრალური აზიის ქვეყნებმაც, ერთი შეხედვით, ანტირუსული აქციების მიმართ, გულგრილობა გამოამჟღავნეს. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ასტანაში ამას წინათ აშშ-ის ინიციატივით გამართული რეგიონული ფორუმი რუსეთის გარეშე ჩატარდა, მოსკოვისათვის უსაიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ნურსულთან ნაზარბაევის განცხადება, რომ რეგიონის სახელმწიფოები საკუთარ პრობლემებს ყველა გარე მოთამაშეეების (ჩათვალე - რუსეთის) ჩაურევლად გადაწყვეტენო.


მოკლედ, რუსეთმა მის წინააღმდეგ მიმართული დემარშის ყველა მონაწილეს ადექვატური პასუხი აღუთქვა. როგორი - ჯერ უცნობია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930