გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 სტუდენტი შეიყვანეს

23-06-2020

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 2 ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

"ერთ მათგანთან დადასტურებული გვაქვს მსუბუქი პნევმონია, ხოლო 1 პნევმონიის გარეშეა. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

2 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ისინი სომხეთში სასწავლებლად იყვნენ და კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1-ის ინფიცირების წყაროს კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 911 შემთხვევაა გამოვლენილი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031