გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სასწავლო კურსების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას განაგრძობს

23-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული წარმოების ელექტრონული კურსი - "CrimeCase". სწავლება კრიმინალური გამოძიების სისტემის ახალ ვერსიას წარმოადგენს და მასში განხილულია ის ძირითადი ობიექტები, სუბიექტები და ქმედებები, რომელთა გამოყენებაც გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს უწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, დაიწყო ელექტრონული ტრენინგი - „სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების ბარათის შევსების ინსტრუქცია". აღნიშნული კურსის მიზანია პოლიციის თანამშრომლებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ბარათის შევსების პრინციპების გაცნობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031