გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: კანონპროექტს ოპოზიციის გარეშეც ექნება მხარდაჭერა

23-06-2020

"საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები იქნება. ოპოზიცია და განსაკუთრებით "ევროპულ საქართველოს" გადამრჩენლის როლში იყო. თითქოს მათი ხმები რომ არა კანონპროექტს ხმები დააკლდებოდა, მაგრამ ეს ესე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ თუკი ისინი მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას მათთვის არის უკეთესი, მაგრამ კანონპროექტს მათ გარეშეც ექნება მხარდაჭერა", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031