გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რეკორდული რაოდენობის ნაშრომი შევიდა

23-06-2020

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მესამე კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უპრეცედენტო რაოდენობის, 185 ნაშრომი შევიდა. პირველ კონკურსში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო, მეორეში მონაწილეთა რაოდენობა გასამმაგდა და 57 საკონკურსო ნაშრომი შევიდა, ხოლო მესამე კონკურსში კონკურსანტთა რაოდენობა 11-ჯერ გაიზარდა. მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! მიზანია, მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მოზარდებს ერთმანეთისგან ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში ეხმარება. კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს 14 მაისიდან შეეძლო, საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა 21 ივნისს დასრულდა.


კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, საკონკურსო ნაშრომების შეფასება ივლისში მოხდება, დაჯილდოების ღონისძიების თარიღს კომუნიკაციების კომისია კონკურსანტებს ივლისის ბოლოს შეატყობინებს. გამარჯვებულებს შთამბეჭდავი, ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.


კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930