23-06-2020
გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, ფეისბუქში გამოხმაურა მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის გამოსვლას პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
“თამრიკო ჭოხონელიძემ დასცხო ჰიმნი, ხმა და მიკროფონი ერთად ჩაუწყდა. ასე იცის ჯაყოებთან დამეგობრებამ”- დაწერა შარაძემ და პოსტის კომენტარებში მოსაზრება განავრცო.
“ისე, გული მწყდება, დასაცინად რომ აიგდო თავი. მე ახლოს არ ვიცნობ, შემთხვევით შემხვდა ადრე, სანამ ნაცებს ვერ იტანდა და ძალიან თბილად შემხვდა. ახლა არ ვიცი, ალბათ, გამარჯობასაც არ მეტყვის. მწყინს. ბავშვობიდან მიყვარს, ,,მზიურში“ რომ მღეროდა, იქიდან. მაგათ სიმღერებზე გავიზარდეთ. საწყენზე მეტია, მაგრამ რა შეგვიძლია? თავი რატომ არ ენანება, არ მესმის.
სხვა დრო რომ იყოს, გეფიცებით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ის ცალკე უბედურებაა, რომ არ დამთავრდა ეს საკითხი და არ ამოიძირკვნენ კაცისმკვლელები.” – წერს შარაძე.