გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

26-06-2020

თავდაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯებია გადადგმული და დღეის მდგომარეობით, თავდაცვის სისტემის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს ფარგლებში არის ყველაზე ეფექტური და წინ წასულია თანამშრომლობა. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით,   ჯარისკაცებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით,  ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა  (GDRP), რომლის ფარგლებში გადამზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, 3 ბატალიონი გადამზადდება 2021 წელს ბოლომდე - ეს არის ის პროგრამა, რომელიც ქართველ ჯარს ამზადებს ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და  იმისთვის, რომ იყოს მობილური სწრაფი და ეფექტური. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის უაღრესად აქტიური. შემდგომ წლებშიც ეს იქნება კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო გახშირებული თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენი ჯარისკაცისთვის - ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაწყებული ანაზღაურების გაზრდით, სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმით და საერთოდ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშის, შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში და ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება - რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031