გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
13 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

30-03-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქეს რ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ.თბილისში, სადარბაზოს ლიფტში რ.გ. ცდილობდა არასრულწლოვნისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.


რ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ბავშვის ყვირილზე სადარბაზოში გამოსული მეზობლების დახმარებით.


სამართალდამცველებმა რ.გ. დანაშაულის ჩადენის ადგილას დააკავეს.


მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.


რ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930