გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბაშაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

27-06-2020

აბაშის ცენტრში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამე, სკვერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


დაშავებულს დანით ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული, ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ​სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031