31-03-2018
რუსეთში მოქმედმა ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა საზოგადოება ღია, როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების წევრებს სხვადასხვა მანკიერი მოვლენებისადმი და ა.შ., შეისწავლა საკითხი - პოსტსოციალისტურ სივრცეში სად უფრო წარმატებით ებრძვიან კორუფციას.
რუსული გამოცემის, «Комсомольская правда»-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, როგორც აღმოჩნდა, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის მხრივ პირველ ადგილზეა ესტონეთი (შეფასება - 2,55), მეორეზე - პოლონეთი (2,53), მესამეზე - ლატვია (2,51), მეოთხეზე - სლოვენია (2,51), მეხუთეზე კი - საქართველო (2,44). აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკან ჩამოიტოვა ჩეხეთი (2,13), რუმინეთი (2,06) და სხვა ქვეყნები, რუსეთზე (1,89) რომ არაფერი ვთქვათ.
აღნიშნულ კვლევის შესახებ ვრცელი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.newspress.ge