გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ

31-03-2018

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - ეს არის ჩვენთვის მთავარი“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს.


„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი.


მისივე თქმით, საქართველოს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს და მისი ყოველი მოქმედება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.


„ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930