გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრანგულ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაძლიერდება

31-03-2018

პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტში (INALCO) წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენის კათედრა. იმ მიზნით, რომ მოხდეს კათედრის შენარჩუნება და გაძლიერება, საქართველოს ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორი შარიფ ალამ შაუფი ეწვია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა.


INALCO აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციის მსოფლიოში უძველესი და ევროპაში ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.


მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს შეუწყობს INALCO-ში ქართული ენის კათედრის განვითარებას, უზრუნველყოფს საქართველოდან პროფესორების, დოქტორანტების, მეცნიერების წარგზავნას და მათ მონაწილეობას როგორც ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30