გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი საზოგადოებას რეფერუნდუმის დღეს ულოცავს

31-03-2018

„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერუნდუმის დღეს ულოცავს:


“დღეს, 27 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი მოვლენიდან, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გაიმართა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 27 წლის წინ, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს ურყევი ნება, ეცხოვრათ სუვერენულ, თავისუფალ, განვითარებულ სახელმწიფოში. დიახ, ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ არ შევურიგდებოდით იმპერიის კლანჭებში ცხოვრებას და დამოუკიდებლად შევქმნიდით ისეთ სახელმწიფოს, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. სწორედ ამიტომ გვაკისრებს ეს დღე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. 27 წლის შემდეგ, ქართველი ხალხის ნება უცვლელი და კვლავაც მყარია, ჩვენ დღესაც მტკიცედ ვიცავთ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.


გილოცავთ რეფერენდუმის დღეს. მჯერა, ერთობლივი ძალებით, თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობით ჩვენ შევძლებთ შევქმნათ წარმატებული, პროგრესული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. სახელმწიფო, რომლის მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რეალობად ვაქციოთ მრავალი თაობის აუხდენელი ოცნება. ამ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით ვაცნობიერებთ ახალგაზრდები და ღრმად მწამს, ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ”-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031