გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავში ბომბის გაუვნებელყოფის პრაქტიკული სწავლება გაიმართა

1-04-2018

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საჰაერო ხომალდზე სწავლების სახით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა პირველად მოხდა.
პრაქტიკული სწავლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნამღველების ჯგუფმა, თვითმფრინავის ბორტზე გამართეს.


სცენარის მიხედვით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების 3 სახის სცენარი გათამაშდა:
1. საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ლოკალიზება - გამნამღველებისა და კინოლოგების მიერ ბორტზე იმიტირებული ბომბის აღმოჩენა და მისი გაუვნებელყოფა; განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.


2. ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი პროცედურების სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიხედვით, A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი, ექსტრემალურად დაეშვა, რის შემდეგაც პირობითად მოხდა შასის აალება და საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა აალების განეიტრალება მოახდინეს.
3. ქუთაისის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ ანონიმური ზარი განხორციელდა და წერილობითი შეტყობინება შევიდა- ,,ბომბი თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაშია“ - როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში საავარიო-ოპერატიული ცენტრი.


სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ, საავიაციო უშიშროების დარგში დავით ჯაბუამ გამართა და სწავლების შედეგებიშეაჯამა. მისი განცხადებით, ამ სახის პერიოდული სწავლება საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად ტარდება.


,,ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ყოველთვის ხორციელდება, როდესაც შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ მსგავსი სახის ინფორმაცია შემოდის. პრევენციის მიზნით ჩვენ მსგავსს სწავლებებს მუდმივად ვატარებთ. ანალოგიური სწავლება ჩატარდა 2016-2017 წლებშიც, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც,-‘’განაცხადა დავით ჯაბუამ.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, მსგავსი სახის პრაქტიკული სწავლების მიზანი აეროპორტებში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა.


,,იმისთვის, რომ ჰაერში ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, ამაზე ზრუნვას ჩვენ ხმელეთიდან ვიწყებთ. ეს არის დაუწერელი კანონი. საავიაციო უშიშროების სამსახურების გარდა, მიწისზედა მომსახურების ყველა სხვა დანარჩენი სამსახური, უსაფრთხოებაზე მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, მოემსახუროს ავიაკომპანიას და მგზავრს საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მიხედვით,-‘’ განაცხადა ედუარდ მნაცაკანიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930